ხვალ, 27 იანვარს, 16 საათსა და 15 წუთზე მთავრობის კანცელარიის შენობაში ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მმართველი დავით საყვარელიძე და მარიანო რივასი გამართავენ პრესკონფერენციას.
1-ელ თებერვალს რუსთაველის სახელობის დრამატულ თეატრში თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის გუნდი და ორკერსტრი წარმოგიდგენთ ჯუზეპე ვერდის `რეკვიემს~. ამ შესანიშნავი ქმნილების შესრულებაში მონაწილეობენ მომღერლები _ მარიამ ქობალიანი, ელენა პუტილოვა, არმაზ დარაშვილი, ლეგი იმედაშვილი, `რეკვიემს~ იდირიჟორებს ცნობილი ესპანელი მუსიკოსი, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მოწვეული დირიჟორი მარიანო რივასი.