„ქრისტიან-დემოკრატიული" მოძრაობის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენლები ნიაზ ზოსიძე, ზაზა შაშიკაძე და ნაზი ქობულაძე სოფელ ხელვაჩაურის მოსახლეობას შეხვდნენ და მათ პრობლემებს გაეცნენ.
მოსახლეობას სოციალურ სააგენტოსთან დაკავშირებულ პრობლემასთან ერთად სხვა საყოფაცხოვრებო საკითხების მოუწესრიგებლობაც აწუხებს. მათი განცხადებით სოფელში მოუწესრიგებელია საკანალიზაციო და სანდასუფთავების სისტემები. ხელვაჩაურლები საბავშვო ბაღში აღსაზრდელებისთვის ადგილების სიმცირესაც განიცდიან და დამატებითი ჯგუფების გახსნას მოითხოვენ.
„პრობლემები რომლებიც ამ სოფელს აწუხებს სამწუხაროდ თითქმის ყველა ქართული სოფლისთვის არის დამახასიათებელი. ის, რომ მოსახლეობა უკმაყოფილოა სოციალური მომსახურების სააგენტოს მუშაობით, აწუხებს სხვადასხვა სოციალური თუ საყოფაცხოვრებო პრობლემა ეს ჩვენთვის ახალი არ არის. თუმცა ყველა ეს პრობლემა არ არის იმ კატეგორიის, რომელთა მოგვარებაც ძალიან დიდ თანხებთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ, ჩვენ „ქრისტიან-დემოკრატები" მოვუწოდებთ ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას დაინტერესდეს საკუთარი მოქალაქეების ბედით და დროულად მოაგვაროს ყველა ეს საკითხი." - განაცხადა ქდმ-ს აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ნიაზ ზოსიძემ.