„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი სენაკში, სამხედრო დასახლებაში მცხოვრებ დევნილებს შეხვდნენ და მათ ადგილობრივ პრობლემებზე ესაუბრნენ. გიორგი თარგამაძე და გიორგი ახვლედიანი მათი სოციალური და საყოფახვოვრებო პირობებით დაინტერესდნენ. მოძრაობის ლიდერებმა დევნილებს ქრისტიან-დემორკატების წიანსაარჩევნო პროგრამა გააცნეს და მათ პარტიის პრიორიტეტებზე ესაუბრნენ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო, საცხვოვრებელი ფართების დაკანონებას,დასაქმებასა და გაზიფიცირების პრობლემებს. მოსახლეობის განცხადებით უმთავრეს პრობლემას მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები წარმოადგენს.
როგორც „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები აცხადებენ, ისინი უკვე მესამეთ იმყოფებიან აღნიშნულ დასახლებაში და დევნილებვს კვლავ იგივე პრობლემები აწუხებთ,რა წინა წლებში აწუხებდათ.
„თითოეულ ჩამოსვლაზე იგივე პრობლემები გვხვდება და კიდევ უფრო მეტი ემატება მათ შორის უპირველესად ეს არის აქ არსებული გაზიფიცირების, წყალგაყვანილობისა და ანტისანიტარიის პრობლემები. თუმცა არის საკითხები რომლებიც ამასთანავე ძალიან სწრაფად შეიძლება მოგვარდეს. ეს არის არსებული ბინების დაკანონება და საკუთრებაში გადაცემა დევნილებისათვის რაც დიდიხანია უნდა გაკეთებულიყო და არ გაკეთდა" განაცხადა გიორგი თარგამაძემ