რუმინეთში საქართველოს ახლადდანიშნულმა ელჩმა ილია გიორგაძემ, რუმინეთის პრეზიდენტს ტრაიან ბასესკუს რწმუნებათა სიგელი გადასცა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ილია გიორგაძემ და რუმინეთის პრეზიდენტმა, ტრაიან ბასესკუმ განიხილეს საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული ურთიერთობები. ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ ურთიერთობებზე, სავაჭრო ტვირთბრუნვასა და ინვესტიციებზე. მხარეებმა ისაუბრეს ბათუმი-ფოთი-კონსტანცას საბორნე გადასასვლელის მნიშვნელობასა და სამომავლო პერსპექტივებზე.