შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს II სამმართველოს (დასავლეთი) და სანაპირო დაცვის დეპარტამენტის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გატარებული სასაზღვრო პოლიციური ღონისძიებების შედეგად, ფოთის პორტის გარე რეიდზე, ნაოსნობის წესების დარღვევის ფაქტზე (ნებართვისა და დადგენილი წესის დარღვევით ზომამცირე მცურავი საშუალების ზღვაში ჩაშვება), პანამის დროშით მცურავი გემი "SKYGLORY"-ი დააკავეს.
აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 1141-ე მუხლის I ნაწილით, რომელიც 50 000 ლარის ოდენობით ადმინისტრაციულ ჯარიმას ითვალისწინებს.
მასალის გამოყენების პირობები