თურქეთის პოლიციამ პროსტიტუციის ბრალდებით ორი ქართველი ქალი დააკავა. თურქმა სამართალდამცავებმა სპეცოპერაციისას პროსტიტუციის ბრალდებით სულ 46 ქალი დააკავეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ხუთთვიანი გამოძიების საფუძველზე ჩატარდა.
თურქი სამართალდამცავები აცხადებენ, რომ საქმის მასალებში არის ტრეფიკინგის ფაქტებიც.
დაკავებულებიდან 24 ქალბატონი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს, 22 კი ისევ დროებითი დაკავების იზოლიატორში იმყოფება.
დაკავებული ქართველების დეპორტაციას თურქეთის მხარე შესაბამისი პროცედურის დასრულების შემდეგ მოახდენს.