შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 წლის წინ მომხდარი დანაშაული გახსნა. დაკავებულია მკვლელობაში ეჭვმიტანილი რამაზ ქანაშვილი. დანაშაული 1992 წლის 31 მაისს მოხდა.
თემქის მესამე მიკრორაიონში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ქანაშვილმა გადაჭრილი სანადირო თოფიდან გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ბადრი ფარსაღაშვილს. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. რამაზ ქანაშვილი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.