"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა ზუგდიდში სტუდენტებთან და აბიტურიენტებთან შეხვედრისას განათლების სოციალურ პოლიტიკაზე ისაუბრეს.შეხვედრა დემორკატიული ჩართულობის ცენტრში გაიმართა სადაც გიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა ახალგაზრდებს განათლების საკითხებთან დაკავშირებით "ქრისტიან-დემოკრატების" უმაღლესი განათლების პროგრამა გააცნეს.
პროგრამაში გათვალისწინებულია სტუდენტების დასაქმება და ასევე სწავლის საფასურის შემცირება.
მოძრაობის ლიდერის განცხადებით, განათლების სწორი პოლიტიკის შემთხვევაში არ დარჩება არც ერთი სტუდენტი, რომელსაც არ ექნება დაფინანსება.
გიორგი თარგამაძის თქმით, ამისათვის ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხის გათვალისწინება უნდა მოხდეს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ახალგაზრდა ოჯახების პრობლემებს, რეგიონიდან ჩამოსული სტიდენტებისათვის საცხოვრბეელი პირობების შექმნასა და სტუდენტებისათვის ტრასპორტირების შეღავათების საკითხებსაც
"ქრისტიან-დემოკრატების" აზრით, სახელმწიფომ მინიმუმ სამჯერ უდნა გაზარდოს საგრანტო დაფინანსება რათა უმაღლესი განათლების მიღება ყველა სტუდენტისათვის იყოს ხელმისაწვდომი.
"ჩვენი წინადადება ითვალისწინებს არამხოლოდ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების წარმომადგენელი სტუდენტებისთვის არამედ ყველა სტუდენტისთვის საბაზისო 50%-იანი დაფინანსებას სასწავლო სტუდენტური გრანტის სახით,რომლის შემდგომაც დაიწყება დამატებითი ქულებისათვის ბრძოლა რაც იქნება კარგი მოტივაცია მათი კარგი სწავლისთვის მაგრამ ჩვენ ელემენტარული პირობა უნდა შევქმნათ იმისათვის რომ მათ შეძლონ სწავლს გაგრძლეება" - განაცხადა გიორგი თარგამაძემ.