შსს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (აღმოსავლეთი) ლაგოდეხის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილებისა და N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) N7 სექტორ ომალოს თანამშრომლებმა, გატარებული საგამოძიებო-ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის ტარებისა და საბრძოლო მასალის უკანონოდ შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ივანე ისიდორეს ძე ზურაიძე დააკავეს, რომლის პირადი ჩხრეკისას ამოიღეს ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი AKC N7854052, ერთი მჭიდით და 22 საბრძოლო ვაზნით.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით.