Forbes-მა ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობები დაასახელა. გამოცემის მიერ შედგენილი რეიტინგს ვამპირული საგის ვარსკვლავი კრისტიან სტიუარტი ლიდერობს. მსახიობის შემოსავალმა 2011 წლის მარტიდან 2012 წლის მარტის ჩათვლით 34,5 მლნ დოლარი შეადგინა.
კრისტიან სტიუარტს მხოლოდ 0,5 მლნ-ით ჩამორჩება მსახიობ კამერონ დიასის შემოსავალი და სწორედ ამიტომ რეიტინგი დიასი 34 მილიონიანი შემოსავლით მეორე ადგილზე აღმოჩნდა. ლიდერთა სამეულში მოხვდა ასევე მსახიობი სანდრა ბალოკი, რომლის შემოსავალმაც 25 მლნ დოლარი შეადგინა.
2011 წელს ყველაზე მაღალშემოსავლიან ჰოლივუდელებს შორის პირველ ადგილს ანჟელინა ჯოლი და სარა-ჯესიკა პარკერი იყოფდნენ. წლევანდელ რეიტინგში კი მათ ქვემოთ ჩამოინაცვლეს. რეიტინგის მეოთხე პოზიციაზე ჯოლია. რაც პარკერს, მისი შემოსავლები 2011 წელს საგრძნობლად შემცირდა: მსახიობმა ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ 15 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო მაშინ, როდესაც გასულ წლებში მისი ყოველწლიური შემოსავალი 30 მლნ დოლარზე ნაკლები არ იყო.
სამაგიეროდ მდგომარეობა გაიუმჯობესა მერილ სტრიპმა, რომელსაც 22 ივნისს 63 წელი შეუსრულდება. თუ 2010-2011 წლებში მსახიობის შემოსავალი 3 მლნ დოლარი იყო, წელს მსახიობმა 12 მლნ დოლარის შემოსავალი უკვე მიიღო.
Forbes-ის რეიტინგში მოხვდნენ ასევე ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებიც ისეთები, როგორიც არიან შარლიზ ტერონი - 18 მლნ დოლარით, ჯულია რობერტსი - 16 მლნ დოლარით და კრის უიტი - 12 მლნ დოლარით. ათეულში ბოლო ადგილს იკავებს ჯენიფერ ენისტონი, რომლის შემოსავალმაც 11 მლნ დოლარი შეადგინა.