ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოცხადების გაურკვეველი დროით გადადებამ, შესაძლოა, ქვეყანაში ახალი სისხლისღვრა გამოიწვიოს.
კანონის მიხედვით, არჩევნების შედეგები 21 ივნისს უნდა გამოცხადებულიყო. თუმცა უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ მას სჭირდება დამატებითი დრო 400 საჩივრის შესასწავლად. ამასთან დაკავშირებით, კენჭისყრის შედეგები მოგვიანებით, თუმცა ჯერჯერობით უცნობია როდის, გახდება ცნობილი.
ეგვიპტეში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 16-17 ივნისს გაიმართა. ორივე კანდიდატი - მუსულმანური მოძრაობა "ძმები მუსულმანების" ლიდერი მუჰამედ მურსი და ქვეყნის ექს პრემიერ-მინისტრი ახმედ შაფიკი საკუთარი გამარჯვების შესახებ აცხადებენ.
კანდიდატების მომხრეები საკუთარი "გამარჯვების" დათმობას არ აპირებენ.