ფრანგული ჰიპერმარკეტების ქსელი Carrefour-ი საბერძნეთში ფილიალს ხურავს და საქართველოს დედაქალაქში თავის სავაჭრო ობიექტს ივლისში გახსნის. Carrefour-მა თბილისის ფილიალისთვის პერსონალის შეჩევა უკვე დაასრულა.
Carrefour-ი ფრანგული ბრენდია, რომელიც მსოფლიოს ჰიპერმარკეტულ ბრენდებს შორის, Walмart-ის შემდეგ, მეორე ადგილზეა.
დღეისათვის Carrefour-ს მსოფლიოს მასშტაბით 15130 სავაჭრო ობიექტი გააჩნია. კომპანიის ბრუნვა 100 მილიარდს აჭარბებს.
უცხოური მედია წერს, რომ "საქართველოში Carrefour-ის ფილიალის გახსნა ადასტურებს, რომ ბიზნესი ემხრობა თავისუფალ ბაზარს: დაბალი გადასახადებითა და საკუთრების უფლების დაცვით. როგორც ჩანს ფრანგი ბიზნესმენების სამეწარმეო ტალანტის გამოყენება ქართველ მომხმარებლებსაც მოუწევთ"