ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ლიბიაში მიმდინარე დაპირისპირებისას ასე მეტი ადამიანი დაიღუპა და 500 დაიჭრა.
დაპირისპირება ლიბიის ყოფილ ამბოხებულებსა და მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის მოწინააღმდეგეებს შორის 11 ივნისს დაიწყო.
კადაფის დამხობის შემდეგ ლიბიის სხვადასხვა ტომებს შორის არაერთი დაპირისპირება მოხდა.
ლიბიის ახალი ხელისუფლება ცდილობს საკუთარ კონტროლს დაუქვემდებაროს ლიბიის სხვადასხვა რეგიონებში არსებული შეიარაღებული დაჯგუფებები.
ლიბიის ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ შეძლებენ შეაჩერონ ძალადობა და 7 ივლის წარმატებულად ჩაატარონ ნაციონალური ასამბლეის არჩევნები.