აშშ-ში, ქალაქ ბალტიმორში, საქართველოს მოქალაქეს, 23 წლის ბექა ზარდიაშილი მოკლეს.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ბექა ზარდიაშილი მართლმადიდებლური ეკლესიის სტიქაროსანი იყო.
თბილისში მცხოვრები ბექა ზარდიაშვილის ახლობლებს მკვლელობასთან დაკავშირებით ვერსიები არ გააჩნიათ. მათთვის ცნობილია, რომ ზარდიაშვილი აფრო-ამერიკული წარმოშობის ადამიანმა ყელი გამოჭრა.
მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებულია საქართველოს საკონსულო ვაშინგტონში.
აშშ-ში საქართველოს საელჩოს წარმომადგენლის მაია ბართაიას ინფორმაციით,მათთან შევიდა შეტყობინემა იმის შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქე მოკლული იქნა შელაპარაკების ნიადაგზე.
ბართაიას თქმით, საელჩოს ამერიკელი სამართალდამცავებისგან ოფიციალური შეტყობინემა ამ დრომდე არ აქვს.
ზარდიაშვილების ოჯახი აშშ-ში საცხოვრებლად მწვანე ბარათის მოპოვების საფუძველზე გადავიდა.