დღეს, 21 ივნისს, 15:00 საათზე, "ქართული ოცნების" ახალგაზრდული მოძრაობა კამპანიის - "ჩემი უფლებაა ვიცოდე" - ფარგლებში, მედიის თავისუფლების მხარდაჭერის მიზნით, შოთა რუსთაველის ძეგლთან, გიორგი სააკაძის მოედანთან და ილია ჭავჭავაძის გამზირზე (თსუ II კორპუსი) ფლაერები დარიგდება.
კამპანიიის ფარგლებში იგეგმება შეხვედრები საერთაშორისო და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან.