დღეს, 21 ივნისს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე თამარ ონიანი განიხილავს "ფონდ ქომაგისა" და ბიძინა გიორგობიანის სასარჩელო განცხადებას საქართველოს კონტროლის პალატის წინააღმდეგ. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" ა(ა)იპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია "ფონდი ქომაგის" გამგეობის თავმჯდომარე ია მეტრეველმა აცნობა.
მისი ინფორმაციით, საქმის განხილვა მოხდება სასამართლოს შენობაში მე-6 სართულზე, 32-ე სხდომის დარბაზში. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ.