დღეს, 21 ივნისს, 09:30 საათიდან 18 საათამდე, ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 III და IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, ქობულაშვილის, ჯავახეთის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
09:30 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება ლებარდეს, სალხინოს, ხონის, თეკლათის, ცაიშის, სენაკის, ჭალადიდის, ჩუბინაშვილის, თევდორე მღვდლის, კლდიაშვილის, მარჯანიშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.