ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზაციის მიზნით წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა ნიკა რურუამ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის 2007 წლის 30 მაისის №3/125 ბრძანებაში ცვლილება შეიტანა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის დირექტორმა ზვიად ბაქრაძემ განუცხადა, "რეორგანიზაციის მიზნით ბრძანებაში ცვლილება შევიდა, მხოლოდ მიმართულებით: სახასიათო ქართული ხალხური ცეკვის მსახიობის ნაცვლად - ქორეოგრაფიული ხელოვნებისა და თეატრის მსახიობი".
სასწავლებელი ახორციელებს საბაზო სახელოვნებო ხუთწლიან საგანმანათლებლო პროგრამას, რომლის დასრულების შემდეგაც გაიცემა საბაზო სახელოვნებო განათლების მოწმობა და სამწლიან პროფილურ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამას (ბალეტის მსახიობი, ქორეოგრაფიული ხელოვნებისა და თეატრის მსახიობი), რომლის დასრულებისას გაიცემა მოწმობა (სერთიფიკატი).