ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერებმა პარტიის სათაო ოფისში სოფლის მეურნებოს განვითარების კონცეფციასთან დაკავშირებით სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს. ქრისტიან-დემორკატები უცხოელ და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიაზე მუშაობენ რომელსაც წინასაარჩევნო პროგრამის სახით მოსახლეოაბს უახლოეს მომავალში წარუდგენენ. ამ თემასთან დაკავშირებით შეხვედრები უკვე გაიმართა ჰოლანდიაში ადგილობრივ ქრისტიან-დემორკატებთან რომლებიც სამუშაო ვიზიტით საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევიან.
როგორც მოძრაობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, "ქრისტიან-დემოკრატებისთვის" მთავარ პრიორიტეტად კვლავ ქართული სოფლის აღორძინება რჩება. მისი თქმით, სოფლის მეურნეობაში არსებული პრობლემების გადაჭრა ერთჯერადი ინიციატივებით და ერთჯერადი ფინანსური ინექციებით შეუძლებელია.
"ამას სჭირდება ღრმად გააზრებული, ქართულ რეალობასთან და საერთაშორისო გამოცდილებასთან შეთავსებული სტრატეგიული პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ქართველი მცირემიწიანი გლეხი უნდა გადაიქცეს მნიშვნელოვან ფიგურად, ფერმერად, რომელიც იქნება ძირითადი ღერძი და მამოძრავებელი ძალა ქართული სოფლის აღორძინების", - განაცხადა თარგამაძემ.