ესპანური კომპანია აფხაზ სეპარატისტებს სათბურების მშენებლობას სთავაზობს. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, დღეს ესპანური კომპანიის წარმომადგენლები აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა ალექსანდრე ანქვაბმა მიიღო. მათ ჩაატარეს პრეზენტაცია მაღალტექნოლოგიური სათბურების მშენებლობისა. შეთავაზებულ პროექტში გათვალისწინებულია აფხაზეთის კლიმატური პირობები.
"ჩვენ ყოველმხრივ შევისწავლით ამ პროექტს და საკმაოდ მოკლე ვადებში ჩამოვყალიბდებით, ვიმუშავებთ მასზე, თუ არჩევანს შევაჩერებთ. ამ სფეროში კი წინადადებები მართლაც ცოტა როდი გვაქვს", _ განაცხადა ანქვაბმა.