„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერები შვედეთის საერთაშორისო ქრისტიან-დემოკრატიული ცენტრის თავმჯდომარეს ჰენრიკ ეჰენბერგს შეხვდნენ. ეჰენბერგი საქართველოში ქართველი ქრისიტიან დემოკრატების მოწვევით იმყოფება და მათ ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების საარჩევნო პროგრამის მომზადებაში ეხმარება.
შვედეთის ქრისტიან დემოკრატიული ცენტრის წამრომადგენელმა უკვე გამართა რამოდენიმე შეხვედრა. ჰენრიკ ეჰენბერგს პირველ რიგში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მდგომარეობით , ქალთა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობით დაინტერესდა.
„იმ ეტაპზე ვართ გადასული როდესაც ქართველ ექსპერტებთან ერთად უკვე სერიოზული სამუშაო გვაქვს ჩატარებული, შვედეთში უკვე შედგა სამუშაო ვიზიტი, დღეს ეს უკვე საქართველოში მიმდიანეობს. შვედ კოლეგებთან ერთად ვმუშაობთ რათა საბოლოო სახე მივცეთ ჩვენ საარჩევნო პროგრამას. შედეგი იქნება ის, რომ ქრისტიან-დემოკრატიულ მოძრაობას ექნება ყველაზე თანამედროვე ქართულ პრობლემებთან ადაფტირებული და საერთაშორისო გამოცდილებასთან ნაზიარები ახალი, გაბახლებული საარჩევნოი პროგრამა." განაცხადა გიორგი თარგამაძემ.