ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე პროგრამული ბიუჯეტის დანერგვის მიზნით ფინანსთა სამინისტრო გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებისა (GIZ) და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით განაგრძობს ტრენინგებს თვითმმართველი ერთეულების წარმომადგენლებისთვის.
21 ივნისს, 12 საათზე, ფინანსთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო კომპლექსში (გორგასლის ქ#10 -შესასვლელი გულუას მხრიდან) იწყება სამდღიანი ტრენინგი კახეთის რეგიონში შემავალი თვითმმართველი ერთეულებისთვის, რომელსაც ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე პაპუნა პეტრიაშვილი გახსნის.