ავღანეთის აღმოსავლეთ ნაწილში თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი აიფეთქა და 10 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "სინხუა" ადგილორივ ხელისუფლებასა და ჰოსპიტალის წარმომადგენლებზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ეს იყო თვითმკვლელის თავდასხმა, რომელიც მაშინ მოხდა, როდესაც ქალაქში საერთაშორისო სამხედრო კოალიციის კოლონა გადიოდა", _ განაცხადა ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენელმა.
ორი საქალაქო ჰოსპიტალის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ მათ სამედიცინი დაწესებულებებში 10 დაღუპული და 15 დაჭრილი შეიყვანეს. ყველა დაღუპული სამოქალაქო პირია.