საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელადაა და მისი ჰოსპიტალიზაცია არ მომხდარა.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა, "ფესიბუკით" გავრცელებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ავადმყოფობასთან დაკავშირებით სიმართლეს არ შეესაბამება და დეზინფორმაციაა.
"პრეზიდენტი სულ ახლახან იმყოფებოდა ერთ-ერთ ღონისძიებაზე. გაუგებარია საიდიან გავრცელდა ასეთი ინფორმაცია", - განუცხადა ჯი-ეიჩ-ენს მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, რომ "ფეისბუკის" საშუალებით ვრცელდება ინფორმაცია პრეზიდენტის ავადმყოფობის შესახებ.