დღეს, 20 ივნისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე გაიყიდა 10 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 336-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 27 600 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.640 პროცენტით, მაქსიმალური 6.840 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 6.764 პროცენტით განისაზღვრა.