ვისოლის „ავტო ექსპრესი" კიდევ ერთ ექსკლუზიურ პარტნიორს იძენს და „ფრამის" საავტომობილო ფილტრების რეალიზაციას იწყებს. „ფრამის" ჰაერის, ზეთის, სალონის, ბენზინისა და დიზელის ფილტრები უმაღლესი ხარისხისაა და ავტომობილის ავტონაწილების დაცვის უახლესი ტექნოლოგიების გამო ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადია მთელს მსოფლიოში.
"მოხარული ვართ, რომ „ვისოლის ავტო ექსპრესს" მომხმარებლისთვის კიდევ ერთი ექსკლუზიური პროდუქტის შეთავაზების საშუალება მიეცა. ჩვენ გრძელვადიანი ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულება გავაფორმეთ წამყვან ამერიკულ ბრენდ „ფრამთან", რომელსაც საავტომობილო ფილტრების წარმოების თითქმის საუკუნოვანი გამოცდილება აქვს. „ფრამის" უმაღლესი ხარისხის საავტომობილო ფილტრები ამცირებს საწვავის ხარჯს, ახანგრძლივებს ავტომობილის სათადარიგო ნაწილების საექსპლუატაციო პერიოდს და იცავს მძღოლსა და ზოგადად გარემოს მავნე გამონაბოლქვისაგან" , - აცხადებს „ვისოლის ავტო ექსპრესის" გურამ დაფქვიაშვილი, დირექტორი.
„ვისოლ ავტო ექსპრესი" ვისოლ ჯგუფის შვილობილი ბრენდია, რომელიც 2011 წლიდან დამკვიდრდა საქართველოს ბაზარზე. კომპანიის ავტომომსახურების 15 ცენტრი „ფრამის" საავტომობილო ფილტრების, უმაღლესი ხარისხის „ტოტალისა" და „ფინას" ფრანგული საავტომობილო ზეთების და სხვა საპოხი მასალების გარდა მომხმარებელსვულკანიზაციისა და ბალანსირების სრულ მომსახურებასაც სთავაზობს. „ვისოლ ავტო ექსპრესი" „ფრამისა" და ფრანგული „ტოტალის" ექსკლუზიური პარტნიორია საქართველოში.