აღსრულების ეროვნულ ბიუროში ბიძინა ივანიშვილს საქმეზე სასამართლოს მიერ გაცემული ორი სააღსრულებო ფურცელი შევიდა. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" აღსრულების ეროვნულ ბიუროდან აცნობეს, მათთან შევიდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული 2 სააღსრულებო ფურცელი, რომელთა თანახმად, ბიძინა ივანიშვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით თანხა 74 325 065. 65 (63 110 095 ლარი და 11 214 970.65 ლარი) ლარის ოდენობით.
მათივე ინფორმაციით, საქმესთან დაკავშირებით დღეს დაიწყო „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურები. აღნიშნული პროცედურა პირველ ეტაპზე ითვალისწინებს მოვალის გაფრთხილებას 7 დღის ვადაში მოახდინოს გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესრულება, რომლის გასვლის შემდგომაც იწყება იძულებით აღსრულების კონკრეტული პროცედურები. ასევე ბიძინა ივანიშვილს განემარტება მისი ვალდებულება და ის პროცედურები, რაც გადაუხდელობის შემთხვევაში განხორციელდება მის მიმართ, მისი უფლებები და მოვალეობები.