ცნობილმა ქართველმა პიანისტმა, ვალერიან შიუკაშვილმა, გერმანიაში, ბადენ-ვურტემბერგში გამართულ მთავარი ჯილდო, გრან-პრი მოიპოვა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" პიარ მენეჯერმა მანანა ფაცურიამ განუცხადა, " ბადენ-ვურტემბერგის საერთაშოსო მუსიკალურ კონკურსში სხვა საერთაშორისო კონკურსებში გამარჯვებული პირველი პრემიის მფლობელ მუსიკოსებს შორის ქართველი პიანისტი ვალერიან შიუკაშვილი გამოარჩიეს და გრან პრი გადასცეს."
მისი თქმით, კონკურსის ფარგლებში პიანისტმა სამი კონცერტი გამართა. ღონისძიებაზე ვალერიან შიუკაშვილმა შეასრულა ბრამსის, შოპენის, სკარლატის, მოცარტის, შუბერტისა და სხვა კლასიკოსთა ნაწარმოებები -განაცხადა მანანა ფაცურიამ.
კონკურსში 14 ქვეყნიდან 67 მუსიკოსი მონაწილეობდა, მეორე ტურში კი 8 ფინალისტი გადავიდა. ბადენ-ვურტემბერგის საერთაშოსო მუსიკალურ კონკურსის ორგანიზებით გრან პრის მფლობელი ქართველი პიანისტი აგვისტოში ნიუ-იორკში გამართავს კონცერტს.
გერმანიაში ყოველწლიურად ტარდება ბადენ-ვურტემბერგის საერთაშოსო მუსიკალურ კონკურსი და საუკეთესო მუსიკოსების გამოვლენას ითვალისწინებს.
ვალერიან შიუკაშვილი კონკურსზე საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელშეწყობით გაემგზავრა.