აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროგნოზით გათვალისწინებული 112 357 სულის ნაცვლად ირიცხება 113 492 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (101 %), მათ შორის ფური და ფურკამეჩი 63 800, ბუღამწარმოებელი 3350, მუშა ხარი 4894 და მოზარდი 41 448 სული. ასევე 1216 სული ღორი, 8404 სული თხა და ცხვარი, 287 ათას ფრთაზე მეტი ფრინველი.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2009 წელს რეგიონში წარმოებულია 50 791 ტონა რძე გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაკლებულია.
ოფიციალური მონაცემების თანახმად, ავტონომიურ რესპუბლიკაში 18 201 ფუტკრის ოჯახი ირიცხება, რაც 659 ოჯახით მეტია გასული წლის შესაბამის პერიოდთან, რომლისგანაც წარმოებულია 306 ტონა თაფლი.
აღნიშნული მონაცემებით მეცხოველეობის განვითარების საქმეში პროდუქციის წარმოების თვალსაზრისით კლების ტენდენციაა, რაც ძირითადად განპირობებულია სანაშენე საქმიანობის დაბალი დონით, კერძოდ დეგრადირებულია პირუტყვის ჯიშობრივი შემადგენლობა, არსებული პრობლემების გათვალისწინებით მომავლისათვის საჭიროა შემუშავდეს სწორი - მიზანმიმართული პროგრამები და დასახული იქნას შესაბამისი ქმედითი ღონისძიებები.