სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2009 წელს უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი ნავთობი და ნავთობპროდუქტებია 555,3 მლნ. აშშ დოლარით, რომლის წილი იმპორტში 12,7 პროცენტს შეადგენს.
მეორე ადგილზე იმყოფება მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 254,7 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის 5,8 პროცენტია. წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია სამკურნალო საშუალებების ჯგუფის იმპორტი 14,7 მლნ. აშშ დოლარით და 175,2 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს.
უმსხვილესი საექსპორტო სასაქონლო ჯგუფებია მსუბუქი ავტომობილების (35,5 მლნ. აშშ დოლარი) და ცემენტის (22,4 მლნ. აშშ დოლარი).