დღეიდან, 20 ივნისიდან, სადაზღვევო კომპანიის "სტანდარტ დაზღვევა საქართველო" მომხმარებელი საერთაშორისო მობილურ ქსელში ჩართვის ექსკლუზიური პირობებით ისარგებლებს.
კერძოდ, ნებისმიერი პირი, რომელიც დაზღვეულია "სტანდარტ დაზღვევა საქართველოში", კომპანია "გლობალ სელის" სერვის ცენტრებში სადაზღვევო პოლისის წარდგენის შემთხვევაში, მიიღებს 10%-იან ფასდაკლებას მსოფლიო ქსელში ჩართულ საერთაშორისო როუმინგულ სიმბარათებზე და ისაუბრებს ყველაზე შეღავათიანი ტარიფებით როუმინგში.
კომპანია სტანდარტ დაზღვევა საქართველო მოგზაურობისა და მშვიდი დასვენების მსურველებს, ასევე სთავაზობს შეღავათიან პირობებსა და ექსკლუზიურ ფასდაკლებებს საოჯახო და ჯგუფურ სამოგზაურო დაზღვევაზე მთელი ზაფხულის განმავლობაში.