2009 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა ევროკავშირის ქვეყნებთან 1546,9 მლნ. აშშ დოლარია, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 26,0 პროცენტით ნაკლებია; აქედან ექსპორტი 237,6 მლნ. აშშ დოლარია (29,1 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 1309,2 მლნ. აშშ დოლარი (25,5 პროცენტით ნაკლები). ამ ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 28,1 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 20,9 პროცენტი და იმპორტის 29,9 პროცენტი. (2008 წელს - შესაბამისად 26,8 - 22,4 და 27,9 პროცენტი). ამ ქვეყნებზე მოდის სავაჭრო დეფიციტის 33,0 პროცენტი (2008 წელს - 29,6 პროცენტი).
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვა 2009 წელს 1677,1 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (2008 წელთან შედარებით 34,0 პროცენტით ნაკლები), აქედან ექსპორტი 417,0 მლნ. აშშ დოლარიაბ (23,0 პროცენტით ნაკლები), ხოლო იმპორტი - 1260,1 მლნ. აშშ დოლარი (37,0 პროცენტით ნაკლები). ამ ქვეყნების წილად მოდის საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის 30,4 პროცენტი, მათ შორის ექსპორტის 36,7 პროცენტი და იმპორტის 28,8 პროცენტი (2008 წელს - შესაბამისად 32,6 - 36,2 და 31,7 პროცენტი). ამ ქვეყნებზე მოდის სავაჭრო დეფიციტის 26,0 პროცენტი (2008 წელს - 30,4 პროცენტი).