ნიჟნი ნოვგოროდში მოქმედი ღია სააქციო საზოგადოება "აგროფირმა "მეფრინველეობის ფაბრიკა "სეიმოვსკაია" სეპარატისტულ აფხაზეთში 2010 წელს მეფრინველეობის ფაბრიკის აგებას აპირებს, მაგრამ მანმადე ღია სააქციო საზოგადოება "როსსელხოზბანკ"-ისგან კრედიტის სახით 0.5 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიციის მიღებას ელის. ამის შესახებ დღეს ჟურნალისტებს "აგროფირმა "მეფრინველეობის ფაბრიკა "სეიმოვსკაია"-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლეონიდ სედოვმა განუცხადა.
მისი განმარტებით, ვიცე-პრემიერმა ვიქტორ ზუბკოვმა უკვე მოაწერა ხელი განკარგულებას მეფრინველეობის ფაბრიკისათვის კრესიტის გამოყოფის შესახებ.
"დღეისათვის კი ჩვენსა და "როსსელხოზბანკ"-ს შორის აღნიშნული კრედიტის ძირითადი პარამეტრების შესახებ მოლაპარაკება მიმდინარეობს",_ განაცხადა სედოვმა.
შეგახსენებთ, რომ განცხადება სეპარატისტულ აფხაზეთში მეფრინველეობის ფაბრიკის კომპლექსის აგების განზრახვის შესახებ ჯერ კიდებ 2008 წლის სექტემბერში ნეჟეგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვალერი შანჩევმა გააკეთა.