სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემის (გის) დანერგვასთან დაკავშირებით. გასულ წლებში ამერიკა-საქართველოს ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში საფუძველი ჩაეყარა გის-ის ცენტრის შექმნას. ამერიკელმა კოლეგებმა პროექტის მონაწილეებს ჩაუტარეს საბაზისო ტრეიინგებიც პროგრამა ArcGIS9.3
გამოყენებით.
პროექტის დასრულების შემდეგ, ამერიკული კომპანიების "Critigen"-ისა და "Ch2mhill"-ის
მხარდაჭერით დაიწყო ცენტრის სრულყოფა, კერძოდ, მიმდინარე წლის ივნისში გის-ის ცენტრში გაკეთდა ინტერნეტ ქსელი და ამუშავდა გის-ის ახალი ვერსია ArcGIS10. გისის ექსპერტმა, (Ch2mhill) ჩაატარა პირველი მენტორინგი. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს თბილისის ეპიდემიოლოგიური მონიტორინგის სადგურის ყველა სპეციალისტის სწავლება.