2009 წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 3243,4 მლნ. აშშ დოლარია (შესაბამისად 32,5 პროცენტით ნაკლები). 2009 წელს საქართველოს უარყოფითი სავაჭრო ბალანსი აქვს 101 პარტნიორ ქვეყანასთან, რომლებთანაც სავაჭრო დეფიციტი 3434,7 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს, ნაცვლად 109 ქვეყნისა და 5036,0 მლნ. აშშ დოლარისა, რაც დაფიქსირდა 2008 წელს. 2009 წელს ქვეყანას დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 30 ქვეყანასთან (191,3 მლნ. აშშ დოლარი), ნაცვლად 21 ქვეყნისა და 227,5 მლნ. აშშ დოლარისა, რაც დაფიქსირდა გასულ წელს. 2009 წელს საქართველოს მილიონ აშშ დოლარზე მეტი დადებითი სავაჭრო ბალანსი აქვს 12 ქვეყანასთან: კანადა (103,1 მლნ. აშშ დოლარი), სომხეთი (47,5 მლნ. აშშ დოლარი), ერაყი (10,5 მლნ. აშშ დოლარი), საუდების არაბეთი (9,1 მლნ. აშშ დოლარი), ლიბანი (3,7 მლნ. აშშ დოლარი), ალბანეთი (3,1 მლნ. აშშ დოლარი), ანგოლა (3,1 მლნ. აშშ დოლარი), უზბეკეთი (2,3 მლნ. აშშ დოლარი), ბურკინაფასო (1,9 მლნ. აშშ დოლარი), ყირგიზეთი (1,5 მლნ. აშშ დოლარი), ეგვიპტე (1,2 მლნ. აშშ დოლარი) და ტაჯიკეთი (1,1 მლნ. აშშ დოლარი).