"მადნეულსა" და "კვარციტს" ახალი მფლობელი ჰყავს. ოქროს მომპოვებელმა კომპანია GeoProMining-მა თავის ვებგვერდზე უკვე განათავსა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ კომპანიამ "მადნეული" და "კვარციტი" 120 მილიონ დოლარად გაყიდა. კომპანია არ აკონკრეტებს, ვის მიყიდა "მადნეული" და "კვარციტი". თუმცა, "ჯი-ეიჩ-ენის" ინფრმაციით, კომპანია "კაპიტალ ჯგუფმა" " იყიდა. რაც შეეხება მაინინგ ინვესთმენთს", სწორედ ამ კომპანიამ 2012 წლის თებერვალში ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში სასარგებლო წიაღისეულის (ფერადი, კეთილშობილი, იშვიათი მეტალები და ბარიტი) შესწავლა-მოპოვების 27 წლიანი ლიცენზია 110, 5 მილიონ ლარად შეიძინა.
კომპანია GeoProMining-ი, რომელიც რუსული ბიზნესჯგუფის "პრომიშლენი ინვესტორის" შემადგენლობაში შედის, "მადნეულის" და "კვარციტის" აქციების მფლობელი 2005 წელს გახდა. GeoProMining-ი საკმაოდ წარმატებული კომპანია იყო და ბოლო წლების განმავლობაში მისი მოგება რამდენჯერმე გაიზარდა.
აქტივების გაყიდვა არის GeoProMining-ის პირდაპირი გადაწყვეტილება, გადახედოს განვითარების სტრატეგიულ ვარიანტებს 2012 წლის თებერვალში საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული კონკურსის საფუძველზე, რომლის მიხედვითაც, 2014 წლის მაისიდან "მადნეულში" მოპოვების ლიცენზია გაიყიდა და იგი შეიძინა კომპანიამ, რომელსაც GeoProMining -სთან არავითარი კავშირი არ აქვს.
GeoProMining-მა მნიიჩნია, რომ ქართული აქტივების გაყიდვა არის საუკეთესო ვარიანტი მისი ინვესტიორების ინტერესების გათვალისწინებით. აღნიშნული გარიგება GeoProMining-ს შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი რეგიონალური სტარეგია მიმართოს სომხეთში არსებული შვილობილი კონმპანისადმი, ასევე იაკუცკის ოქროს მომპოვებელი აქტივების ზრდისკენ. ამის გარდა, გარიგება GeoProMining-ს შესაძლებლობას აძლევს, დამატებით გაამყაროს კომპანიის ფინანსური პოზიციები. GeoProMining-ის გენერალური დირექტორის, რომან ხუდოლის განცხადებით, კომპანიამ რამდენიმე თვეს იმუშავა ქართული აქტივცების ხელსაყრელად გასაყიდად.
"მოხარულები ვართ, განვაცხადოთ გარიგების წარმატებით დასრულების შესახებ", - განაცხადა გენერალურმა დირექტორმა და აღნიშნა, რომ ამჯამად კომპანიის ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს სომხეთში ახალი საწარმოო ტექნოლოგიების დანერგვა, რომელიც მას მსოფლიო კლასის აქტივად აქცევს და ხელს შეუწყობს კომპანიის გრზელვადიან ზრდას. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა სერგეი ნოსოვმა განაცხადა, რომ GeoProMining-ისთვის ეს არის ახალი დასაწყისი, რომელიც მას შესაძლებლობას მისცემს, მეტი ყურადღება დაუთმოს უფრო პერსპექტიულ პროექტებს სომხეთსა და რუსეთში, ასევე, გააფართოოს გეოგრაფიული რეგიონი. გარიგებისას კომპანიის ფინანსური მრჩეველი იყო "ვითიბი კაპიტალი", ხოლო იურიდიული მრჩეველი - Clifford Chance.
კომპანია "კაპიტალ ჯგუფის” აქციონერები რუსი ბიზნესმენები - დიმიტრი კორჟევი და დიმიტრი ტროიცკი არიან.