ტურისტული კომპანია `ელიტ ტური" ქართველ პილიგრიმებს უპრეცედენტო ტურისტულ პაკეტს სთავაზობს.
კომპანია მორწმუნეებს შესაძლებლობას აძლევს ერთი ტურის ფარგლებში ეგვიპტეში, ისრაელსა და იორდანიაში არსებული ქრისტიანული სიწმინდეები მოინახულონ. მომლოცველთა ტური 11 დღეს გრძელდება. ამ დროის მანძილზე პილიგრიმები ეწვევიან სინას მთას, წმინდა ეკატერინეს მონასტერს, ქალაქ პეტრას, წმინდა გიორგი ხოზიფელის მონასტერს, ბეთლემსა და იერუსალიმს, ასევე ჯვრის მონასტერს. მორწმუნეებს შესაძლებლობა მიეცემათ გაიარონ ის გზა, რომელიც ქრისტემ წამების დღეს გაიარა და მოილოცავენ მაცხოვრის საფლავს. მოინახულებენ მკვდარ ზღვას და ნეგევას უდაბნოს.
პილიგრიმული ტურის ღირებულება 1595 დოლარია, რაშიც ავია-ბილეთის, სასტუმროსა და კვების ხარჯებთან ერთად, ყველა ის გადასახადიც შედის, რაც მოგზაურობის დროს, ამ ტურით განსაზღვრული ადგილების მოსანახულებლადაა საჭირო. კომპანია `ელიტ ტური~ ქართველ პილიგრიმებს საჭირო ვიზების მიღებაშიც დაეხმარება. პირველი ტური, საქართველოდან, 12 მარტსაა დანიშნული. დაინტერესებულმა პირებმა საჭირო საბუთები კომპანიაში 25 თებერვლამდე უნდა წარადგინონ