პლანეტა მერკურზე მიკი მაუსი "აღმოაჩინეს". მეცნიერებმა მერკურზე, კრატერი აღმოაჩინეს, რომელიც უოლტ დისნეის ერთ-ერთ ცნობილ პერსონაჟს ძალიან გავს.
"მიკი მაუსის" ფოტო კოსმოსურმა ხომალდმა Messenger-მა გადაიღო.
Messenger-მა მერკურის ორბიტას 2011 წლის მარტში მიაღწია და ამ ხნის განმავლობაში 100 ათასზე მეტი მნიშვნელოვანი ფოტო გადაიღო. Messenger -ის მისია მარსზე 2013 წელს ამოიწურება.
აღსანიშნავია, რომ მერკურზე ღამით -200 გრადუსია, ხოლო დღისით 400-ზე მეტი.