აჭარის ტურისზმისა და კურორტების დეპარტამენტი 2010 წლის მიზნობრივი პროგრამების ფარგლებში, რომლის საერთო ბიუჯეტი მილიონ 50 ათას ლარს შეადგენს, გოდერძის უღელტეხილზე სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარების გეგმის შემუშავებას, ბათუმის საერთაშორისო გამოფენის გამართვასა და სარეკლამო-საინფორმაციო ტურისტული ცენტრების ფუნქციონირებას ითვალისწინებს. მიზნობრივი პროგრამით გათვალისწინებული თანხის ნახევარი მილიონი სამთო-სათხილამურო კურორტის პროექტის მომზადებას მოხმარდება, ამისთვის დეპარტამენტი თებერვლის თვეში ტენდერის გამოცხადებას გეგმავს, გეგმის შედგენის შემდეგ სახელმწიფო კურორტულ ზონაში ინვესტიციების ჩადებას უკვე ბიზნესმენებს შესთავაზებს. ამჟამად სამთო-სათხილამურო კურორტისთვის კადრების მომზადება შუახევსა და ხულოში მიმდინარეობს, საწვრთნელი სკოლები ქედლებსა და გომარდულშია გახსნილი.
მასალის გამოყენების პირობები