საპენსიო პაკეტის ზრდა პირველი სექტემბრიდან დაიწყება, ხოლო უკვე ივლისიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო თითოეულ პენსიონერს მიაწვდის ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას ითვალისწინებს საპენსიო დაზღვევა, _ აღნიშნულის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა განაცხადა. როგორც ტრადიიულ ბრიფინგზე მანანა მანჯგალაძემ განმარტა, პენსია 100 დოლარს უნდა გაუტოლდეს.
,,საპენსიო პაკეტის ზრდა პირველი სექტემბრიდან იგეგმება, რომელიც ჯამურად 140 ლარს გაუტოლდება. უკვე ივლისის თვიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო დაიწყებს თითოეული პენსიონერისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას იმის შესახებ, რომ პოლისები, რომლითაც ისინი უკვე პირველი სექტემბრიდან ისარგებლებენ, რა სახის მომსახურებას გაითვალისწინებს", _ განაცხადა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, საქართველოში პენსია 100 დოლარს უნდა გაუტოლდეს.
"მოგეხსენებათ ეს არის მორიგი ეტაპი, რომლის საბოლოო მიზანიც არის, პენსიის ზრდის თვალსაზრისითი ჩვენი უმთავრესი დაპირების შესრუება. საპენსიო პაკეტი ამ დაპირების შესაბამისად ას დოლარს უნდა გაუტოლდეს", _ განაცხადა მანანა მანჯგალაძემ.