საქართველო და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ერთობლივი პროექტების განხორციელებას იწყებენ. მტო-ს გენერალური მდივანის ტალებ რიფაიმის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობა აქვს.
როგორც სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენს" ტურიზმის დეპარტამენტიდან აცნობეს, იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის პრიორიტეტი რეგიონულ პროექტებზე მუშაობაა, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტმა მტო-ს ხელმძღვანელობას ორი ინიციატივა წარუდგინა: ტურიზმის განვითარება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და შავი ზღვის ტურიზმის განვითარების ინიციატივა.
სამხრეთ კავკასიის პროექტი გულისხმობს რეგიონის ერთიან პოზიციონირებას შორეულ ბაზრებზე, ასევე რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას და სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამხრეთ კავკასიის რეგიონის ტურისტული კომპანიების ერთობლივი პროდუქტების შექმნას.
რაც შეეხება შავი ზღვის რეგიონს, აუცილებელია რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა, ერთობლივი პროდუქტების შექმნა და საკრუიზო ბიზნესის განვითარება.
ქართულმა მხარემ მტო-ს გენერალურ მდივანს თხოვნის მიმართა, რათა უახლოეს მომავალში თბილისში მტო-ს ეგიდით გაიმართოს სასწავლო სემინარი ტურიზმის პროფესიული და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებისათვის საქართველოში ტურიზმის განათლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ტალებ რიფაიმ მზადყოფნა გამოთქვა, რათა უახლოეს მომავალში ეწვიოს საქართველოს და მტო-ს ეგიდით ქართული მხარის ინიციატივების განხორციელება დაიწყოს.
დირექტორი, ედუარდო ფაიოს სოლა, მტო-ს ევროპის რეგიონული წარმომადგენელი ესწრებოდნენ. ქართულ მხარეს ზაალ აბაზაძე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარე და ბექა ჯაყელი, დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე წარმოადგედნენ. აღნიშნული შეხვედრა მიზნად ისახავდა საქართველოსა და მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას და 2010 წელს ერთობლივი პროექტების განხორციელებას.