ცხინვალის რეგიონში ორდღიანი სამუშაო ვიზიტით რუსეთის დელეგაცია იმყოფება. დელეგაციას რუსეთის სახელმწიფო უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ხელმძღვანელობს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რუსული დელეგაციის წევრები ე.წ. სამხრეთ ოსეთის "პრეზიდენტს" ლეონიდ თიბილოვს შეხვდნენ და რუსეთის მიერ გამოყოფილი ფულადი სახსრებით მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.
მათ მოინახულეს ახალგორის რაიონიც და ადგილობრივი საავადმყოფოს მედპერსონალსაც შეხვდნენ. რაშიდ ნურგალიევმა ცხინვალის რეგიონში ყოფნისას განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ცხინვალის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის სოციალ-ეკონომიკური საკითხებში ტატიანა გოლიკოვა ჩავა.