რუსული საოკუპაციო არმიის წარმომადგენლები აფხაზეთში პანამებსა და შორტებში გამოწყობილები ივლიან. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ოკუპირებულ აფხაზეთში მდებარე სამხედრო ბაზაზე სამი ათასზე მეტი გამარტივებული სამხედრო ფორმის კომპლექტი ჩაიტანეს.
სამხრეთ ფედერალური ოლქის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფორმა კლიმატური პირობების გათვალისწინებით შეიმუშავეს.
სამხედრო ფორმის კომპლექტში შედის საველე ქუდი, პანამა, ქურთუკი, შორტები, ასევე მაისური, წინდები და სამხედრო ბათინკები. ფორმა რუხი ფერისაა.