დღეს, 12:00 საათზე პარლამენტის ეროვნულ ბიბლითეკაში „გამოყენებითი ხელოვნების სკოლა" და დიზაინერი ანი ჩანგიანი იაპონელ სტუმრებს მასპინძლობენ. საერთაშორისო ორგანიზაცია "Friendship force"-ის წევრები საქართველოში გაცვლითი პროგრამით იმყოფებიან. ქართული კულტურით და ტრადიციებით დაინტერესებულები უკვე ეწვივნენ „გამოყენებითი ხელოვნების სკოლის" სახელოსნოს და თექისგან ქსოვილების დამზადების ტექნოლოგიას გაეცნენ. თექის აქსესუარები მათ საკუთარი ხელითაც კი დაამზადეს. ორგანიზაცია "Friendship force"-ის წევრები ქართული თექის ნიმუშებს იაპონიაში წაიღებენ.
დღეს საჯარო ბიბლიოთეკაშიც გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება როგორც გამოყენებითი ხელოვნების სკოლის, ისე ანი ჩანგიანის მიერ შექმნილი მოსასხამები და სამოსი.
მასალის გამოყენების პირობები