კახეთში, ბარჯისხევის მონაკვეთზე ცეცხლი გაუჩნდა ავტობუსს, რომელსაც ბავშვები გადაყავდა.
ავტობუსში 40-მდე ადამიანი - რუსთავის 24-ე გიმნაზიის მე-6 კლასის 20 მოსწავლე, მშობლები და მასწავლებლები იმყოფებოდნენ, რომლებიც შუამთაში ექსკურსიიდან ბრუნდებოდნენ.
ავტობუსი მთლიანად დამწვარია.
გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლმოდებულ ავტობუსი მასში მფოფმა ადამიანებმა დამოუკიდებლად დატოვეს, თუმცა მათ დიდი ოდენობის კვამლის შესუნთქვამ მოუწიათ.
ბავშვებს პირველადი დამხმარება გურჯანის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა აღმოუჩინეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები.
წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ავტობუსის ელექტოსადენს გაუჩნდა.
ბავშვების, მათი მშობლების და მასწავლებლების სახლებში გადაყვანა გურჯანის მუნიციპალიტეტმა ითავა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, დაკითხულნი არიან ავტობუსის მძღოლები.