დღეს, 19 ივნისს, 10 საათიდან 18 საათამდე, გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების, ტაბიძის, გაგარინის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგება აღდგება.