ხვალ, 19 ივნისს, 10 საათიდან 18 საათამდე, გლდანის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის II, IV მიკრორაიონების, ტაბიძის, გაგარინის, სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, იპოლიტოვ-ივანოვის, ხევძმარის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
20 ივნისს, 10 საათიდან 18 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება გლდანის მასივის I, II, IIIა, V და VI მიკრორაიონების, ქერჩის, ვეკუას, ხიზანიშვილის, გმირ კურსანტთა, იპოლიტოვ-ივანოვის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10 საათიდან 17 საათამდე საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას და პეკინის გამზირების, მიცკევიჩის, ტაშკენტის, ბაგრატიონის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
21 ივნისს, 09:30 საათიდან 18 საათამდე, ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3 III და IV მიკრორაიონების, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს, ნავთლუღის დასახლების, ქობულაშვილის, ჯავახეთის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
09:30 საათიდან 18 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ვაზისუბნის III მიკრორაიონის II კვარტლის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ ელექტრომომარაგება აღდგება.