ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არქეოლოგიის ინსტიტუტის მეცნიერები ვარშავის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან ერთად გონიოსა და ციხისძირში სადაზვერვო სამუშაოებს იწყებენ.
არქეოლოგთა ერთი ჯგუფი დაათვალიერებს ციხისძირის ისტორიული ციხე-ქალაქ პეტრას ნანგრევებს, სადაც აღმოჩენილია ძვ.წ. აღ. I ათასწლეულის ნაშთები და ასევე, ბიზანტიური კულტურის ნიმუშები. ხოლო მეორე, მყვინთავთა ჯგუფი წყალქვეშა სამუშაობს გონიოში ჩაატარებს.