პარლამენტის შენობასთან ჟურნალისტებმა ტელეარხ - 25-ის მხარდამჭერი აქცია გამართეს. `თავისუფლება სიტყვას~ - ამ დევიზით გამართულ აქციას `ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის~, "ადამიანის უფლებათა ცენტრის~ და პედაგოგთა პროფკავშირების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.
აქციაზე `ახალი მემარჯვენეების~ ერთ-ერთი ლიდერი მანანა ნაჭყებიაც მივიდა. აქციაზე ასევე მივიდნენ და ჟურნალისტების მოთხოვნებს მხარდაჭერა გამოუცხადეს ქრისტიან - დემოკრატიული მოძრაობის წევრებმა, დეპუტატებმა მაგდა ანიკაშვილმა და ნიკა ლალიაშვილმა.
როგორც აქციის ორგანიზატორმა, საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაციის თავმჯდომარემ ია მამალაძემ განაცხადა, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო. იმ შემთხვევაში თუ ტელეარხ 25-ს აჭარაში ასლან აბაშიძის მმართველობის დროს დაკისრებული ვალები არ ჩამოეწერა, ჟურნალისტები უფრო ფართომასშტაბიან აქციებს მოაწყობენ.