სარკომით დაავადებული 14 წლის მარიეტა კაკაჩიას ოჯახს თურქეთში საქართველოს საკონსულო ფინანსურად ვერ დაეხმარება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა. მისი თქმით, საკონსულოს ოჯახის ფინანსური და იურიდიული დახმარების უფლება არ აქვს.
"ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები. დარწმუნებული ვარ, რომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში ოჯახს საკონსულოც მაქსიმალურ დახმარებას აღმოუჩენს, მაგრამ საკონსულოს არც ფინანსური და არც იურიდიული დახმარების უფლება არ აქვს", - განაცხადა კალანდაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს საკონულო მაქსიმალურს გააკეთებს და ინფორმაციას ჩვენამდე მოიტანს, რათა მათ რაიმე ფორმით დახმარება ჩვენ აღმოვუჩინოთ, თუკი რამე შეგვიძლია.
სარკომით დაავადებული 14 წლის მარიეტა კაკაჩიას ოჯახი თურქეთში, საქართველოს საკონსულოსგან დახმარებას ითხოვს. მარიეტა კაკაჩიას ოჯახს სტამბულის აჯი ბადენის კლინიკის დავალიანება დაუგროვდა, რის გამოც ოჯახი ბავშვის საავადმყოფოდან გამოყვანას ვერ ახერხებს. 14 წლის მარიეტა კაკაჩიას კლინიკაში ემბრიონალური სარკომის დიაგნოზი დაუსვეს.